Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 81 საგანგებო სესია. 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო სესიაზე. თუ აღნიშნული პერიოდი ემთხვევა პარლამენტის მორიგ ან რიგგარეშე სესიას, პარლამენტი მუშაობას აგრძელებს საგანგებო სესიის რეჟიმში. საგანგებო სესია გრძელდება ზემოაღნიშნული მდგომარეობის გაუქმებამდე, პარლამენტის ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. 2. პარლამენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების დამტკიცების, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავდაცვის ძალების გამოყენების, ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს განიხილავს დაუყოვნებლივ და კენჭს უყრის წინასწარი საკომიტეტო მოსმენისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გამართვის გარეშე. 3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, შემდეგი გამონაკლისების გათვალისწინებით: ა) ძირითად მომხსენებლად გამოდის საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი; |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 81 ბ) თანამომხსენებლებად გამოდიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები – 10-10 წუთით; გ) კამათი არ მიმდინარეობს; დ) დასკვნითი სიტყვით გამოდიან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი. 4. თანხმობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს ხელს და აქვეყნებს პარლამენტის დადგენილებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე ანდა ზავის დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. 5. თუ პარლამენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ანდა ზავის დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. |