Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საგზაო მოძრაობის შესახებ article 63 ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები. 1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა.ა) „გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; ა.ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ა.გ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების (რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) და ტესტირების მეთოდების დამტკიცების შესახებ“; ა.დ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობის შესახებ“; ა.ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ“; ა.ვ) „სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ“; ა.ზ) „თვითნაკეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა შესახებ“; ა.თ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“; |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 63 ა.ი) „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების ორგანიზებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“; ა.კ) „საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოებისა და მექანიკოსებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ა.ლ) „მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისა და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა საქმიანობის შესახებ“; ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 11. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მიღება. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 63 2. ეთხოვოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნების, მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვებისა და მათი დაწესების პირობების, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესის განსაზღვრის შესახებ“ ერთობლივი ბრძანების გამოცემა. 3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა) 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ა.ა) „ტესტირების (საგამოცდო) ცენტრის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ტესტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხის მიწოდების ფორმის დადგენის შესახებ“; ა.ბ) „ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“; ა.გ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“; ა.დ) „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთების) დამტკიცების შესახებ“; ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; გ) 2017 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 63 4. დაევალოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე იმ გზების სიის დამტკიცება, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა). 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამებიან თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს. |