FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

article  3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ადეკვატური საკვები – ბავშვის ასაკის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი საკვები;
    ბ) ადრეული ასაკის ბავშვი – ბავშვი 12 თვიდან 3 წლამდე;
    გ) ჩვილი – 12 თვემდე ასაკის ბავშვი;
    დ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტები: დ.ა) ბავშვთა საკვები ფორმულა №1; დ.ბ) ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვემდე ასაკის ბავშვის კვებისათვის; დ.გ) ბავშვთა საკვები ფორმულა №2; დ.დ) ბავშვთა დამატებითი საკვები;
    ე) ბუნებრივი კვება – ბავშვის კვება ძუძუთი;
    ვ) გამსაღებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ცალობით ან ბითუმად ასაღებს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტს, საწოვრიან ბოთლს, საწოვარას, სატყუარას;
    ზ) დამატებითი საკვები – ნებისმიერი საკვები, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვის კვებისათვის, როგორც ქალის რძის ან ბავშვთა საკვები ფორმულის დამატება, როცა ამ უკანასკნელთაგან თითოეული არ არის საკმარისი საკვებზე ბავშვის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, და რომელიც შეიძლება მომზადდეს საწარმოო ან სახლის პირობებში;
ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

article  3

თ) ეტიკეტი – ნებისმიერი დაბეჭდილი ან ამოტვიფრული იარლიყი, ტვიფარი, საფირმო ნიშანი, გრაფიკული ან სხვა გამოსახულება, რომელიც დაბეჭდილია ან მიკრულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტზე, საწოვრიან ბოთლზე, საწოვარაზე, სატყუარაზე ანდა მათ შესაფუთ მასალაზე;
    ი) ძუძუთი ექსკლუზიური კვება – ჩვილის კვება მხოლოდ ქალის რძით;
    კ) ბავშვთა საკვები ფორმულა №1 – საკვები ფორმულა №1-ის სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად ქარხნული წესით დამზადებული რძე ანდა მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტი, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6 თვემდე ასაკის ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;
    ლ) ბავშვთა საკვები ფორმულა №2 – „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) ბავშვთა საკვები ფორმულა №2-ის სტანდარტის შესაბამისად ქარხნული წესით დამზადებული რძე ანდა მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტი, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6 თვის და მეტი ასაკის ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;
    მ) „კოდექს ალიმენტარიუსი“ (Codex Alimentarius) – კვების პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტი, დამტკიცებული საკვების სტანდარტების საერთაშორისო კომისიის მიერ;
    ნ) ნიმუში – ბავშვთა კვებისათვის განსაზღვრული ნაწარმის საცალო ან საბითუმო მცირე რაოდენობა, რომელიც გაიცემა უფასოდ;