Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 49 თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტა. 1. თავშესაფრის პროცედურა შეწყდება, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი: ა) ამ კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას; ბ) არ თანამშრომლობს სამინისტროსთან; გ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს/სასამართლოს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; დ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს/სასამართლოს 3 სამუშაო დღის ვადაში არ აცნობებს შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას მისი შეცვლის შემთხვევაში; ე) არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ გამოცხადდება ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე; ვ) ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოცხადდება გასაუბრებაზე; ზ) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან/და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; თ) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროში ან/და სამინისტროს არ წარუდგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 49 ი) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას ან ანკეტირებისას არ წარადგენს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; კ) დატოვებს საქართველოს; ლ) გარდაიცვლება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას. 3. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 49 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. |