Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 24 ბ) იმ პირს, რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი; გ) გამონაკლის შემთხვევაში, შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს; დ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს; ე) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტების საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს; ვ) უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს. 33. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ყველა ვაკანსია მაინც არ შეივსო. 4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირები; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 24 41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი. 42. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ანტიკორუფციული ბიურო უსკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №52-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 27 ივნისის კანონი №57-რს - ვებგვერდი, 29.06.2022წ. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 24 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025წ. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 24 საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა. 1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი). 3. საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები. 3-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 32. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება: ა) იმ პირს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; |