FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  8

საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენცია.
1. სამოქალაქო ავიაციის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობასა და რეგულირებას კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
3. სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამ ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
4. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების შესრულებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.