Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 26 სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები, სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლა. 1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით. 2. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სხვა საკითხები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის, აგრეთვე საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 65 წელი. 4. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის (მხოლოდ პოლკოვნიკის), აგრეთვე უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი მისი სურვილითა და მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით. |
თავდაცვის კოდექსი article 26 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია. |