FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ

article  5

ოჯახის წევრების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება.
1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ოჯახებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და სახელმწიფო და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამოყოფას.
2. სახელმწიფო  ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს (საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში), საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალური დაცვისთვის დამატებითი შეღავათისა და წახალისების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.
3. ამ კანონით გ ათვალისწინებული ოჯახის სოციალური დაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მიღება დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ

article  5

4. ოჯახის სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯებით.