Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საპატენტო კანონი article 24 განაცხადი. 1. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე; ბ) გამოგონების აღწერილობას; გ) გამოგონების ფორმულას; დ) ნახაზებსა და სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად; ე) გამოგონების რეფერატს, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა. 11. პატენტის მიღების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს გამომგონებლის შესახებ მონაცემებს, რომელთა სიზუსტისა და უტყუარობისთვის პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი. 2. განმცხადებლის წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში განაცხადს წარდგენისთანავე ან მისი წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი. 4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები – ნებისმიერ ენაზე. 5. საგანაცხადო მასალების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება. |