Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 112 აღრიცხვა. 1. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ავტორიზაციის მფლობელმა, პროცედურის მფლობელმა (გარდა ტრანზიტის პროცედურის მფლობელისა) ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან ან გადამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ანდა თავისუფალ ზონაში საქონლის გაყიდვას ან შეძენას, უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით. აღრიცხვა გულისხმობს ისეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შენახვას, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით. 2. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ასრულებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას, თუ მის მიერ წარმოებული აღრიცხვა შეესაბამება სპეციალური პროცედურის მიზნებს. |