Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 42 მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა. 2. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა და ინფორმაცია ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ასევე ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ. 3. მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა მონაცემი, რომლებიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარადგინა. წერილობითი გარანტიის მიცემის შემდეგ მოვალის მიერ ქონების ან/და ქონებრივი უფლებების შეძენის, ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის შემთხვევაში იგი ვალდებულია ამის შესახებ დამატებით, წერილობით აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 4. თუ მოვალე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 41. აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს მოვალის მონაცემების სისწორესა და სისრულეს. |