FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  571

წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 2 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.
1. თუ სამართალდარღვევის ობიექტი (მყარი სასარგებლო წიაღისეული) სატრანსპორტო საშუალებაზეა განთავსებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებამდე ხდება სატრანსპორტო საშუალების დროებით ჩამორთმევა მასზე განთავსებულ მყარ სასარგებლო წიაღისეულთან ერთად და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა. ტრანსპორტირებისა და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობისთვის დაკისრებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  571

2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირი ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის ზეპირი მოთხოვნის შემთხვევაში მყარი სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციის შემთხვევაში – მყარი სასარგებლო წიაღისეული განათავსოს მითითებულ ადგილზე.
3. ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.