Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 182 სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის ან რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა. 1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-2 მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 182 -3 . სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევა. 1. სასიგნალო იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 2 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 182 -4 . სასიგნალო იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა. 1. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სასიგნალო იარაღის ტარების წესის დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 182 -5 . სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ან/და ვაზნით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა. 1. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ან/და ვაზნით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – |