Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნოტარიატის შესახებ article 27 ნოტარიუსობის კანდიდატი. 1. ნოტარიუსობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და რომლის ნოტარიუსად მუშაობისათვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი ცნობილი არ არის. 2. პირი, რომელსაც სურს გახდეს ნოტარიუსობის კანდიდატი (თუ მას არა აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი) , გაივლის სტაჟიორთა კონკურსს. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს სტაჟირებისათვის გზავნის საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რის თაობაზედაც ინფორმაციას აწვდის იუსტიციის სამინისტროს. 3. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 4. სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გავლილი აქვს სტაჟირება და სტაჟირების გავლიდან ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი. |