Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთო სასამართლოების შესახებ article 19 უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა. 1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრების ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი. სადისციპლინო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. 3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრად ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი. |
საერთო სასამართლოების შესახებ article 19 4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს. 5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. 6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამ კანონის XIII -1 თავით და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე. |