FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

article  5

კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის უფლებები და მოვალეობები.
1. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი კვალიფიციური სანდო მომსახურების ან სანდო მომსახურების მიწოდება და დაადგინოს შესაბამისი საზღაური.
2. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
    ა) შეიმუშაოს შინაგანაწესი და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა ყველა მომსახურებისათვის, რომელთა მიწოდებასაც იგი ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს. შინაგანაწესში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა.ა) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყენებული უსაფრთხო სისტემების, საშუალებებისა და პროცედურების აღწერილობა; ა.ბ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის საფუძვლები და ფარგლები, მათ შორის, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სერტიფიკატის მფლობელისთვის, დროის აღნიშვნის მომსახურების მომხმარებლისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება; ა.გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ კვალიფიციურ სანდო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის შენახვის ვადა და წესი;
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

article  5

ა.დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის შეწყვეტის და მისი საქმიანობის სხვა პირისთვის (ასეთი პირის არსებობის შემთხვევაში) გადაცემის წესი; ა.ე) კვალიფიციური სანდო მომსახურებისათვის დადგენილი საზღაურის ოდენობა, მისი გადახდის წესი და გადახდის პირობების შესაძლო შეცვლის წესი; ა.ვ) ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნებისმიერი სხვა პირობა;
    ბ) სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს საზედამხედველო ორგანოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე;
    გ) სულ მცირე 14 კალენდარული დღით ადრე აცნობოს საზედამხედველო ორგანოს და მისი მომსახურების მომხმარებელს შინაგანაწესში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების თაობაზე;
    დ) გამოიყენოს მხოლოდ უსაფრთხო სისტემები, საშუალებები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მის მიერ მიწოდებული მომსახურების საიმედოობას და დაცული მონაცემების მთლიანობას, მონაცემთა ავთენტიკურობის შემოწმებას და გაყალბებისა და არასანქციონირებული გამოყენებისაგან დაცვას. მონაცემთა შექმნა და ცვლილება მხოლოდ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ავტორიზებული პირებისთვისაა დასაშვები;
    ე) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ჰქონდეს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და ჰყავდეს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალი;
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

article  5

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვა;
    ზ) ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და შესაძლო ზიანის ასანაზღაურებლად ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში ჰქონდეს საკმარისი ფინანსური რესურსები და გარანტიები, ხოლო სხვა პირის შემთხვევაში – სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა;
    თ) შეიმუშაოს მომსახურების უწყვეტობის გეგმა და იგი საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს;
    ი) შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნებისმიერი სხვა მოთხოვნა.
3. თუ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი წყვეტს მომსახურების მიწოდებას, მან ამის თაობაზე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს მისი მომსახურების მომხმარებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია აანაზღაუროს შეუტყობინებლობით მიყენებული ზიანი.
4. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მუხლის მოთხოვნათა დაუცველობით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი ფორსმაჟორული გარემოებებითაა გამოწვეული.
5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტობა.
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

article  5

6. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს საკუთარი სისტემების უსაფრთხოების ან მონაცემთა მთლიანობის დარღვევის თაობაზე ან სხვა მოვლენის შესახებ, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრული საქმიანობის წარმართვას.
7. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია თავის მიერ მიწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით დაცვის დამატებითი მექანიზმები შეიმუშაოს.