Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 8 საქართველოს დაზვერვის სისტემის ამოცანები. საქართველოს დაზვერვის სისტემის ამოცანებია: ა) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების, გამოწვევებისა და რისკების განსაზღვრა-გამოვლენა; ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების გეგმების, ზრახვებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებით, შეგროვებით, სისტემატიზაციით, დამუშავებითა და ანალიზით ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად; გ) საფრთხეების პრევენციის ან/და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება, ვითარების შეფასება, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან არსებობის შემთხვევაში ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; |
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 8 ე) შესაბამისი სადაზვერვო დაწესებულების მიერ საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა. |