Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 7 მონიტორინგი. 1. საგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დაწესებულება, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმება აკრძალულია, ვალდებულია პირისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარმოდგენა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. |
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 7 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგი, ხოლო მისი შეუსრულებლობის (დარღვევის) გამოვლენის შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულებისგან ან შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები. |
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 7 3. სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვების/დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით უფლებამოსილია გამოცხადდეს მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელ ადგილზე/სამუშაო ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს იგი, გამოითხოვოს მისი საცხოვრებელი ადგილის/სამუშაო ადგილის და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაცია და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები. |
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 7 4. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს. ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. უფლებამოსილ დაწესებულებებს/უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 7 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/უწყება ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების/პირისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიიღოს ზომები მისი უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 7. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 8. ამ კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |