Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 37 კრედიტორი, რომელსაც კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაეგზავნა. 1. თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შემდეგ გამოვლინდა ისეთი კრედიტორი, რომლის არსებობის შესახებ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველისთვის ცნობილი არ იყო და რომელსაც კრედიტორთა კრებაზე მიწვევის შემთხვევაში ექნებოდა ხმის უფლება, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ამ კრედიტორს დაუყოვნებლივ ატყობინებს, რომ მას აქვს უფლება, წერილობით წარადგინოს თავისი მოთხოვნა რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების თარიღის მდგომარეობით. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი თავის მოთხოვნას წერილობით არ წარადგენს, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია ამორიცხოს ის იმ კრედიტორთა წრიდან, რომლებიც რეგულირებული შეთანხმების მხარეები არიან. |