FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  213

სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გამოწვევა და გასვლა.
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული წევრი საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გამოწვეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან. ეს გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.
2. უფლებამოსილმა პირმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებული წევრი. თუ წესდებით გათვალისწინებული დელეგირების საფუძვლები აღარ არსებობს, სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებული წევრის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება.
3. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სააქციო საზოგადოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს საპატიო მიზეზი.
4. თუ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გასვლიდან 6 თვის განმავლობაში არ აირჩევა ახალი წევრი, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა წესდებით განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლებია.
მეწარმეთა შესახებ

article  213

5. სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის კანონით დადგენილი წესით არჩევისთანავე.