Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ article 3 ტერმინების განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საერთაშორისო ხელშეკრულება – საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა; ბ) ხელშემკვრელი მხარე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, ხელშეკრულების ძალაში შესვლის მიუხედავად; გ) მონაწილე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე და რომლისთვისაც ხელშეკრულება ძალაშია შესული; დ) ხელშეკრულების დადება – ყველა მოქმედება, რომელსაც საქართველო ხელშეკრულების მიმართ ახორციელებს საერთაშორისო დონეზე, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით; ე) ხელმოწერა – ხელშეკრულების დადების სტადია ან საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე საქართველოს თანხმობის გამოხატვის ფორმა; |
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ article 3 ტერმინების განმარტება. . ზ) უფლებამოსილება – საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ერთი ან რამდენიმე პირი ინიშნება საქართველოს მხარის წარმომადგენლად მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ტექსტის მიღების ან მისი აუთენტურობის დადგენის, ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის განხორციელების მიზნით; |
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ article 3 ტერმინების განმარტება. . . ი) საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი ორგანიზაცია; კ) დეპოზიტარი – სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან მისი მთავარი აღმასრულებელი თანამდებობის პირი, რომელიც ინახავს საერთაშორისო ხელშეკრულების დედანს და ასრულებს ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს; ლ) დენონსაცია – საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად; მ) გაუქმება (ანულირება) – საერთაშორისო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას მეორე მონაწილე მხარის მიერ მისი არსებით ად დარღვევის შემთხვევაში ან საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად ; ნ) კორექტირება – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოენოვან აუთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის შემთხვევაში ქართული თარგმანის შესწორება. |