FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  10

საჯარო სექტორში შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გამონაკლისები.
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია დებს კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, თუ ერთდროულად დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:
    ა) შემსყიდველი ორგანიზაცია დამოუკიდებლად ან სხვა შემსყიდველ ორგანიზაციასთან ერთად სრულად აკონტროლებს ამ იურიდიულ პირს. სრული კონტროლი ნიშნავს აღნიშნული იურიდიული პირის როგორც სტრატეგიულ მიზნებზე, ისე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენას, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. ასეთი კონტროლი შესაძლებელია განახორციელოს აგრეთვე სხვა იურიდიულმა პირმა, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია/ორგანიზაციები ამგვარადვე აკონტროლებს/აკონტროლებენ;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  10

ბ) ამ იურიდიული პირის საქმიანობის 80%-ზე მეტს შეადგენს იმ დავალების/დავალებების შესრულება, რომელიც/რომლებიც მას მაკონტროლებელმა შემსყიდველმა ორგანიზაციამ/ორგანიზაციებმა ან ასეთი შემსყიდველი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მიერ კონტროლირებულმა სხვა იურიდიულმა პირმა/პირებმა დააკისრა/დააკისრეს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლის დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო/ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით;
    გ) ამ იურიდიული პირის საქმიანობაში კერძო კაპიტალის პირდაპირი თანამონაწილეობა არ არსებობს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც იმავე პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებული იურიდიული პირი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციაა, შესყიდვის ხელშეკრულებას დებს მის მაკონტროლებელ შემსყიდველ ორგანიზაციასთან ან სხვა იურიდიულ პირთან, რომელსაც სრულად აკონტროლებს იგივე შემსყიდველი ორგანიზაცია, იმ პირობით, რომ იმ იურიდიული პირის საქმიანობაში, რომელთანაც შესყიდვის ხელშეკრულება იდება, კერძო კაპიტალის პირდაპირი თანამონაწილეობა არ არსებობს.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომელიც ორ ან ორზე მეტ შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დაიდო, თუ ერთდროულად დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  10

ა) მონაწილე შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის ყალიბდება ან ხორციელდება თანამშრომლობა მათ მიერ საჯარო უფლებამოსილების ერთობლივად განსახორციელებლად;
    ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებისას საჯარო ინტერესი ერთადერთი სახელმძღვანელო პრინციპია;
    გ) მონაწილე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის წილი ღია ბაზარზე 20%-ზე ნაკლებია. ამ წილის დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო/ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.