Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 42 ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების მხარდაჭერა საგანმანათლებლო, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციურ დაწესებულებებში. 1. ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საგანმანათლებლო, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციურ დაწესებულებებში უზრუნველყოფილია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა, მათ შორის, ფიზიკური აღზრდის ღონისძიებების განხორციელებით, სათანადო ინფრასტრუქტურისა და ჯანსაღი საკვების უზრუნველყოფით, საინფორმაციო-საკონსულტაციო და რეფერირების სერვისების დანერგვით. 2. ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ფიზიკური აღზრდის, ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების მართვის, მათ შორის, მომზადებისა და რისკების შემცირების, მექანიზმების დანერგვა. |