Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 52 უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების (მშვილებლის) თანხმობა შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე. 1. ამ კანონის თანახმად მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის გასაშვილებელი ბავშვის შესახებ ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალურმა ორგანომ უნდა მიიღოს პასუხი შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე მშვილებლების (მშვილებლის) პოზიციის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მშვილებლები (მშვილებელი) უარს ამბობენ (ამბობს) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე. 3. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებლებს (მშვილებელს) სურთ (სურს) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის მონახულება, მონახულება ხდება ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული პირობებით. 4. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებლებს (მშვილებელს) უფლება აქვთ (აქვს), შეთავაზებულ გასაშვილებელ ბავშვს ჩაუტარონ (ჩაუტაროს) სამედიცინო შემოწმება ცენტრალური ორგანოს თანხმობით. შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების პირობებს განსაზღვრავს ცენტრალური ორგანო. |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 52 5. შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის მონახულებისთვის ან/და სამედიცინო შემოწმების ჩატარებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ცენტრალურ ორგანოს წერილობით აცნობებს მშვილებლების (მშვილებლის) პოზიციას შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. ამ ვადის გადაცილება შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე უარის თქმად მიიჩნევა. 6. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლები (მშვილებელი) თანახმა არიან (არის) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო და ცენტრალური ორგანო შვილად აყვანის განსახორციელებლად შეთანხმების პროცედურებს იწყებენ. |