Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ article 3 101. სააგენტო ახორციელებს „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 11. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში სააგენტო და პრობაციის ბიუროები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები. |
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ article 3 დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. 1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. 2. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სააგენტოს უფროსის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. 4. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. 5. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან. |
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ article 3 6. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის მოქმედება. 7. სააგენტოს სხვა თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 8. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების აღსრულებას და როგორც სასჯელის დანიშვნისას, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად ან თავისი ტერიტორიული ორგანოების – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიურო) მეშვეობით. |
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ article 3 10. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულისა და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისთვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისთვის, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისთვის, მსჯავრდებულზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისთვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის), აგრეთვე მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია. |