FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  21

ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისთვის.
1. დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება:
    ა) არქიტექტურული ნაწარმოებების შენობა-ნაგებობათა ფორმით რეპროდუცირებისას;
    ბ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 30-ე მუხლებით  გათვალისწინებული  შემთხვევებისა;
    გ) კომპიუტერული პროგრამების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლებით  გათვალისწინებული  შემთხვევებისა;
    დ) წიგნების (მთლიანად), ნოტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების რეპროგრაფიული გამრავლებისას;
    ე) აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისას.
3. ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებით, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი ჰონორარი.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  21

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჰონორარს იხდიან პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლები და იმპორტიორები. ამ ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს მხოლოდ ის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა ამავე მუხლით განსაზღვრული უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ აკრედიტაცია.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობები, შესაბამისი ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, შესაბამისი ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 7-1 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  21

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარი ნაწილდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებს/ავტორებს შორის ამ ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში მათთვის გადახდილი ჰონორარის პროპორციულად. პროპორციის გამოთვლისას ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადასახდელი ჰონორარი არ გაითვალისწინება.
7. თუ „საქპატენტმა“ განსხვავებული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ ერთზე მეტ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მიანიჭა აკრედიტაცია, ის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ აკრედიტაცია, ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჰონორარი ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით გაუნაწილოს შესაბამის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  21

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჰონორარის შემგროვებელ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს კონფიდენციალურობის დაცვით მოსთხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების წარმოებისა და იმპორტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადასახდელი ჰონორარის ოდენობის დასადგენად. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
    ა) მხოლოდ მწარმოებლის, წარმოებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და თვითღირებულების შესახებ ინფორმაციას − მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების წარმოების შემთხვევაში;
    ბ) მხოლოდ იმპორტიორების, მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების შესახებ ინფორმაციას − იმპორტირებული  მოწყობილობებისა  და  მატერიალური მატარებლების  შემთხვევაში.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  21

13. ჰონორარი აგრეთვე არ გადაიხდევინება ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების პირადი მიზნით იმპორტირების შემთხვევაში.
14. საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  21

9. სათანადო მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლები და იმპორტიორები, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან ამ მუხლით განსაზღვრული ჰონორარის შემგროვებელ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას კონფიდენციალურობის დაცვით მიაწოდონ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
10. საქართველოს მთავრობა ადგენს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესს და განსაზღვრავს იმავე პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს.
11. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჰონორარის შემგროვებელი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამავე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში ეს ორგანიზაცია შესაბამისი სუბიექტების წინაშე პასუხისმგებელია მიყენებული ზიანისთვის.
12. ჰონორარი არ გადაიხდევინება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოწყობილობებსა და მატერიალურ მატარებლებთან დაკავშირებით, რომლებიც არის:
    ა) ექსპორტის საგანი;
    ბ) პროფესიული მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილი არ არის საშინაო გამოყენებისთვის.