FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  113

ასიგნებების გადანაწილების შეზღუდვა. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ასიგნებების გადანაწილება 2010 წელს განხორციელდეს 10%-ის ფარგლებში.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  113

-1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხები.
1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას რაიმე ფორმით, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 63-ე მუხლი. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში სესხის გამცემი არ არის შეზღუდული ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადით.
2. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას არც ერთი ფორმით, სესხის მიმღების მიმართ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ახორციელებს საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სესხის მიმღებზე, თუ:
    ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა;