FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

article  2

კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);
    ბ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);
    გ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);
    დ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);
    ე) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);
    ვ) ფინანსური აუდიტი მოიცავს: ვ.ა) აუდიტის ობიექტის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; ვ.გ) საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას; ვ.დ) შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის შემოწმებას; ვ.ე) აუდიტის ობიექტის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მართვის შემოწმებას; ვ.ვ) აუდიტიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის შესწავლას, შეფასებას და ანგარიშის წარდგენას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად;
    ზ) შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

article  2

თ) ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
    ი) აუდიტორი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე, რომელიც აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
    კ) აუდიტორ-სტაჟიორი – პირი, რომელიც სტაჟიორად ინიშნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
    ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება.