Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 38 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. 1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით: ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები; ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა; ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა; ბ.დ) ვალდებულებების კლება; გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით; დ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 38 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. . . ზ) სახელმწიფო ვალის და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების ზღვრულ მოცულობას; თ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს; ი) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 38 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. . . . 4. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების (ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა. შ.) პროგნოზებს და მათ აღწერას; ა.ბ) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზებს და მათ აღწერას; ა.გ) ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ; ბ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვა; გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი; დ) დამატებითი ინფორმაცია ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ; ე) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ -2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 38 ე-3.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ; ვ) ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ; ზ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელთა დასაწყებად ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმისშემდგომი სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს; თ) ინფორმაცია საგადასახადო დანახარჯების შესახებ. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის. 6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის. |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 38 7. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოს პარლამენტში წარდგენისთანავე. 8. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ. 9. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ -2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |