Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 82 დახმარება დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში. 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მშობლები, მეუღლე, შვილი/ნაშვილები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მემკვიდრე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 15 000 ლარის ოდენობით. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომლის სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 7 000 ლარის ოდენობით. კომპენსაციის დანიშვნის წესი რეგულირდება ამ კანონის მე-80 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურორზე/პროკურატურის გამომძიებელზე თავდასხმისას მისი დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მშობლები, მეუღლე, შვილი/ნაშვილები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მემკვიდრე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 100 000 ლარის ოდენობით. |
პროკურატურის შესახებ article 82 4. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის თანამშრომელს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონით დადგენილი წესით, რომლის მოთხოვნის უფლებაც პროკურატურის თანამშრომელს (მისი ოჯახის წევრს) აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში. |