Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 153 დეკლარაციის წარდგენა. 1. საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ: ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 7-1 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით); ბ) საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით); გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმო, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან. 2. მეწარმე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. ამასთანავე, შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 153 3. დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია. 31. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581); 4. ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით. 5. მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ. 51. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს: |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 153 ა) გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას არ წარადგენს; ბ) გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას არ წარადგენს. 6. მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ფიზიკურ პირს აცნობოს საგადასახადო ანგარიშგებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მისი შეუსრულებლობისას ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე: ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 153 ბ) ფიზიკური პირის მიერ ქონების საჩუქრად მიღების (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების ჩუქებით მიღებისა და III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებისა) შემთხვევაში; გ) III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში. 7. III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადახდას 2 კალენდარული წლის განმავლობაში, რომლის დროსაც დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 8. საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 9. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 153 10. საწარმო, ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3, 9-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ. 11. ფიზიკური პირები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 7-1 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ. 12. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ. |