FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  201

2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.
21. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა შემოსავლების სამსახურს აწვდის აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც აგრეთვე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას, აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში) ოდენობას.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  201

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის/ცვლილების შემთხვევაში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილების შეტანამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.
5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  201

6. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში), ხოლო სათამაშო აპარატების ცვლილების შემთხვევაში − თითოეულ სათამაშო აპარატში არსებული კონკრეტული თამაშის შინაარსის ავტორიზაციის სერტიფიკატი.