FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  51

დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის შესაბამისი მასალების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით.
2. თუ გარემოებები, რომელთა გამოც პირს დამატებითი დაცვა მიენიჭა, აღარ არსებობს, მას დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარი ეთქმება.
3. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება დამატებითი დაცვის მქონე პირს ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დასრულებამდე, მათ შორის, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დამატებითი დაცვის მქონე პირს აქვს თავის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება და მოვალეობა.