Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 8 სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი. 1. ამ კანონის აღსრულების მიზნით სამინისტროში იქმნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი (შემდგომ − რეესტრი). 2. რეესტრის წარმოების მიზნით მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, მისი ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას, დაქტილოსკოპიურ და სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, სამინისტრო ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. რეესტრის შექმნისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით. |