Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 16 ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი. 1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას დანიშნოს ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში სათანადო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. 2. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) განახორციელოს ზედამხედველობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების უსაფრთხოებაზე და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქმიანობის განმახორციელებელსა და პროექტის ხელმძღვანელს; ბ) უზრუნველყოს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმის შემუშავება და მისი შესრულების მექანიზმების შექმნა. 3. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილებები განისაზღვრება საწარმოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საქმიანობის განმახორციელებელი. |