Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 40 რეგულირებული შეთანხმების შესრულება. 1. რეგულირებული შეთანხმების შესრულების ზედამხედველობასა და კოორდინაციას ახორციელებს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი. 2. მოვალე, კრედიტორი ან სხვა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლოში გაასაჩივროს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ქმედება ან გადაწყვეტილება. სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს, გააუქმოს ან შეცვალოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ქმედება ან გადაწყვეტილება. 3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს: ა) რეგულირებული შეთანხმების საფუძველზე და მის შესრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით; ბ) მოვალის მიმართ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადებით, თუ რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები არ სრულდება, ან/და, კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნა. 4. რეგულირებული შეთანხმების მიუღწევლობის ან წარმატებით შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუშვებელია მოვალის მართვაში დატოვება. |