Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 46 ბავშვის სოციალური დაცვის უფლება. 1. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სოციალური დაცვითა და მომსახურებით მისი და მასზე მზრუნველი პირების მდგომარეობის, ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად. 2. ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ რესურსების ფარგლებში უნდა გაუწიოს მშობელს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური დახმარება და განახორციელოს მხარდაჭერის პროგრამები, განსაკუთრებით − საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით. 3. სახელმწიფო ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დამალვისგან, მიტოვებისგან, უგულებელყოფისა და სეგრეგაციისგან დასაცავად აუცილებელ ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას. 4. ბავშვის მიზნობრივი სოციალური დახმარების ოდენობა, სახე და ხანგრძლივობა ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების და შესაბამისი გარემოებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 46 5. ბავშვის მიზნობრივი სოციალური დახმარება ერთჯერადი არ უნდა იყოს და კომპლექსურად უნდა მოიცავდეს ბავშვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციის, სოციალური ინტეგრაციისა და სხვა ინდივიდუალური საჭიროებების მდგრად უზრუნველყოფას. 6. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის სოციალური დაცვის პოლიტიკის, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ამ კოდექსის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვის სოციალური დაცვის პროგრამებს შეიმუშავებს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით და ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებთან უწყებათაშორისი და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 46 8. მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური დაცვის პროგრამებს შეიმუშავებს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 9. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური დაცვის ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ან/და საკუთარი ინიციატივითა და ფინანსური რესურსებით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად. |