Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საპატენტო კანონი article 31 (ამოღებულია). მუხლი 31-1. განაცხადის გამოქვეყნება 1. საქპატენტი აქვეყნებს განაცხადს: ა) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისთანავე; ბ) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. 2. განაცხადი ქვეყნდება ამ კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული პატენტის გამოქვეყნებისას, თუ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე მიიღება. 3. განაცხადი არ ქვეყნდება, თუ მასზე საქმის წარმოება შეწყდა. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტს განაცხადის შესახებ მონაცემები შეაქვს სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომ − რეესტრი), განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო საგანაცხადო მასალებს აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 1. საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. 2. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთ-ხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას. |