FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  117

ეკვივალენტური საქონელი.
1. ეკვივალენტური საქონელი არის საქართველოს საქონელი, რომელიც შეიძლება შენახულ, გამოყენებულ ან გადამუშავებულ იქნეს სპეციალურ საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაცვლად.
2. გარე გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში ეკვივალენტური საქონელი არის უცხოური საქონელი, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის ნაცვლად.
3. ეკვივალენტურ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს იმ საქონელს, რომელსაც იგი ანაცვლებს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. საბაჟო ორგანო პირის განცხადების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საბაჟო ზედამხედველობის მიზნისთვის უზრუნველყოფილი იქნება პროცედურის სათანადო განხორციელება, გასცემს ავტორიზაციას:
    ა) ეკვივალენტური საქონლის საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, შიდა გადამუშავების ან გარე გადამუშავების პროცედურაში გამოყენებაზე;
    ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში ეკვივალენტური საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში გამოყენებაზე;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  117

გ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის შემოტანამდე გატანაზე;
    დ) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის გატანამდე შემოტანაზე.
5. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი უზრუნველყოფს პროცედურის სათანადო განხორციელებას, თუ მის მიერ განსახორციელებელი ოპერაციები, რომლებშიც ეკვივალენტური საქონელი გამოიყენება, მითითებულია ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ავტორიზაციაში.
6. ეკვივალენტური საქონლის გამოყენებაზე ავტორიზაცია არ შეიძლება გაიცეს, თუ:
    ა) შიდა გადამუშავების პროცედურაში გამოიყენება მხოლოდ ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  117

ბ) საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ისეთი გადამუშავებული პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული საქართველოს წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
    გ) ეს გამოიწვევს იმპორტის გადასახადზე გაუმართლებელ შეღავათს ან დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკვივალენტური საქონლის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე შემთხვევები, როდესაც ეკვივალენტური საქონელი არ გამოიყენება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.