Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
წყლის შესახებ article 2 ტერმინების განმარტებანი. 1. წყალსარგებლობა – წყლის რესურსების გამოყენება სასმელი, საყოფაცხოვრებო-კომუნალური, სამრეწველო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო, სამეცნიერო, კულტურული, რეკრეაციული, ბალნეოლოგიური, სპორტის, ტურიზმის და სხვა მიზნებისთვის ტექნიკური საშუალებებით ან უამისოდ. 2. წყალმოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. წყალაღება – წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტებიდან წყლის გარკვეული რაოდენობის ამოღება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან უამისოდ. 4. წყალჩაშვება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, საწარმოო, სადრენაჟო, სანიაღვრე და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში. 5. ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტი – სასაზღვრო ზოლში განლაგებული მდინარე, ტბა და სხვა ზედაპირული წყალსატევი, რომლის ნაპირების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ეკუთვნის საქართველოს. |
წყლის შესახებ article 2 6. საქართველოს შიგა წყლები – მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიექტების წყლები, რომელთა ნაპირები მთლიანად ეკუთვნის საქართველოს; შავი ზღვის წყლები ხმელეთსა და ტერიტორიული წყლების ასათვლელად დადგენილ სწორ ამოსავალ ხაზებს შორის; საქართველოს ნავსადგურის წყლები, რომლებიც შემოსაზღვრულია ზღვის მხარეს ნავსადგურის ჰიდროტექნიკური ან მისი სხვა მუდმივი ნაგებობის უკიდურეს წერტილებზე გამავალი ხაზით. 7. მიწისქვეშა წყლები – წიაღისეული, წიაღში ნებისმიერ აგრეგატულ (თხევადი, მყარი, აირი), სტატიკურ თუ დინამიურ მდგომარეობაში არსებული წყალი. 8. საქართველოს ტერიტორიული წყლები – შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 9. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა – საზღვაო რაიონი, რომელიც აითვლება იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან,რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა და რომელთა სიგანეც არ აღემატება 200 საზღვაო მილს. |
წყლის შესახებ article 2 10. საქართველოს კონტინენტური შელფი – ზღვის ფსკერი და წყალქვეშა რაიონის წიაღი, რომელიც ვრცელდება სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების მთელ მანძილზე ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვრამდე 200 საზღვაო მილის მანძილზე, ან ვრცელდება არა უმეტეს 200 საზღვაო მილისა იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა, თუ ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე. 11. კონტინენტური შელფის რესურსები – ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული და სხვა არაცოცხალი რესურსები,ზღვის ცხოველთა სამყაროს ის ობიექტები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მათი სარეწაო მოპოვებისათვის განსაზღვრულ პერიოდში მიმაგრებულნი არიან ზღვის ფსკერზე ან წიაღში, ან შეუძლიათ გადაადგილდნენ მხოლოდ ზღვის ფსკერზე ან მის წიაღში. 12. წიაღი – მიწის ზედაპირის, ნიადაგის და წყალსატევების ფსკერის ქვეშ არსებული ან ხმელეთის ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით ხელმისაწვდომია შესასწავლად და გამოსაყენებლად. 13. წიაღისეული – წიაღში არსებული ბუნებრივი წარმონაქმნები. |
წყლის შესახებ article 2 14. სასარგებლო წიაღისეული – დაძიებული წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე შესაძლებელი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებია. 15. სასარგებლო წიაღისეულის საბადო – წიაღის გარკვეულ ფარგლებში ბუნებრივად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული. 16. სამთო მინაკუთვნი – შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. 17. გეოლოგიური მინაკუთვნი – წიაღის უბანი, რომლის სარგებლობაში გადაცემა ხდება მხოლოდ წიაღის მარაგის შესწავლის მიზნით. 18. მდგრადი განვითარება – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას–ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. |
წყლის შესახებ article 2 19. მდგრადი განვითარების პრინციპები – პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის – დღის წესრიგ 21-ის" და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების" დასკვნით დოკუმენტებში. 20. საქმიანობა – სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე. 21. საქმიანობის სუბიექტი – საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტი. 24. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. |