Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 11 სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი. 1. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი არის ბიზნესოპერატორი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და რომელიც ავტორიზებულია ამ კანონით დადგენილი წესით და ახორციელებს სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას. 2. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი პასუხისმგებელია ჭარბი სურსათის გადანაწილებისთვის (მიწოდებისთვის). მისი ძირითადი ფუნქციაა შეწირული ჭარბი სურსათის სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის/სურსათის ბანკებისთვის გადანაწილება ან/და უშუალოდ ბენეფიციარისთვის მიწოდება. 3. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი ვალდებულია: ა) იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს ჭარბი სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად გადანაწილება, უპირატესად − სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების რისკის წინაშე მყოფი ჯგუფებისთვის; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, დანერგოს და განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები; |
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 11 დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს წლიური ფინანსური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. |