Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 135 მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. 1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისთვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესების პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. 2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია: ა) დადგენილი წესით სასჯელის მოხდა; ბ) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება; გ) დასაქმება; დ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღება; ე) პროფესიული მომზადება და გადამზადება; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა. 3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება მისთვის დანიშნული სასჯელის სახის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, აგრეთვე მსჯავრდებულის პიროვნების, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით. 4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას სამსახური და პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით. |
პენიტენციური კოდექსი article 135 5. მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი). 6. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. |