FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1253

თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა.
1. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ ორი დღის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 400 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის სრული ოდენობით.
4. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში  პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების წესების სხვა დარღვევა −
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1253

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 5​​-1. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება, თუ პარკირების ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1253

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5-1 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზება.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას მისი ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევს ან ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, იგი მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1253

1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღარ დაარღვევს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პარკირების ორგანიზების წესებს. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე საქმიანობის გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
2. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ ეს დადგენილია ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით და ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290-1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.