Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
სოციალური მუშაობის შესახებ article 64 გარდამავალი დებულებანი. 1. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ამ კანონის სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს მისი მონიტორინგი. 2. დაევალოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, ეტაპობრივად გაზარდონ სოციალურ მუშაკთა შტატების რაოდენობა, რათა 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ ამ კანონით მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. 3. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტისა და ამ კანონის VIII თავით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამის დარგობრივი მახასიათებლები. 31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დაკმაყოფილებას. |
სოციალური მუშაობის შესახებ article 64 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ; გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის შესახებ; ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის შესახებ. |
სოციალური მუშაობის შესახებ article 64 8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება. 9. ამ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სოციალური მუშაკის სერტიფიკატთან გათანაბრებულია 2006−2013 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სოციალური მუშაობის 60-კრედიტიანი სასწავლო კურსის წარმატებით გავლას. 10. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის შესაბამისი მუხლების ამოქმედების თარიღებისათვის სოციალური მუშაკების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, შესაბამისი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან სერტიფიცირების გავლის უფლება მისცენ მომიჯნავე პროფესიების მქონე პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მომიჯნავე პროფესიების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. |
სოციალური მუშაობის შესახებ article 64 3-1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ პუნქტის ამოქმედებამდე განხორციელებულ სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებაზე. 4. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება შეიძლება განხორციელდეს დისტანციური ფორმით. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება უნდა დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე. 41. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად. სასერტიფიკატო პროგრამა შედგება არანაკლებ 45 კრედიტისგან. 42. სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც, 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, შესაბამის დაწესებულებაში ასრულებდა სოციალური მუშაკის ფუნქციებს ან რომელსაც აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. 43. იმ პირის გარდა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე: ა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი; |
სოციალური მუშაობის შესახებ article 64 ბ) პირი, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. 4-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტი გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან/მას შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება, თუ იგი აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებიდან 1 წლის ვადაში ვერ წარადგენს შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ დოკუმენტის წარდგენამდე ის სოციალური მუშაკის ფუნქციებს ასრულებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში. 45. სოციალური მუშაკის თანამდებობაზე პირი აგრეთვე შეიძლება მიღებულ იქნეს მაძიებლად. |
სოციალური მუშაობის შესახებ article 64 46. პირმა სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მაძიებლის სტატუსით შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 1 წლისა. ამ პერიოდში მას უნდა მიეცეს აღნიშნული თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ ნახევარი. მაძიებელი შესაბამის ფუნქციებს დამსაქმებლის ზედამხედველობით ასრულებს. მაძიებელი სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სრულად ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციებს. თუ მაძიებელი სერტიფიცირებას წარმატებით ვერ გაივლის, ის გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან. 47. მაძიებლის მიერ სერტიფიცირების გავლას უზრუნველყოფს დამსაქმებელი. დამსაქმებელი უფლებამოსილია მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით დაუდგინოს შრომითი ურთიერთობის დამატებითი პირობები. 5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება. |