Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ article 61 მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევა. 1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი მომსახურებ ა მიიღოს „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ: ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე; ბ) მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებას; გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას; დ) მომსახურების გაწევისას დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის შესახებ დაინტერესებული პირის ინფორმირებას; |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ article 61 ე) მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გადმოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. |