FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთო სასამართლოების შესახებ

article  191

უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა.
1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ განწესების პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაზე/გადაწყვეტილებაზე, საჩივარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებასა/წარდგინებასა და მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 2.  უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5  წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.
საერთო სასამართლოების შესახებ

article  191

3. საკვალიფიკაციო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ასარჩევად უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის ნებისმიერი წევრი. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ ვერ აირჩია წარდგენილი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.
4. საკვალიფიკაციო პალატის წევრს ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს პლენუმის თანხმობით.
5. საკვალიფიკაციო პალატის წევრი ვალდებულია კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ მას ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.
6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი სრულად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.