Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 197 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი. 1. პარლამენტი ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრს. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩიოს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტს თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მხოლოდ 1 კანდიდატი წარუდგინოს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 197 2. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) ნუსხა და კანდიდატის წერილობითი თანხმობა. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის: ა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა; |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 197 ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადას პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. 6. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კომიტეტმა პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთების განხილვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და კანდიდატების კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა უნდა დაასრულოს კანდიდატების წარდგენის ვადის გასვლიდან: ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 197 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული განხილვის/მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს იმ კანდიდატების შესახებ, რომლებსაც კომიტეტი უწევს რეკომენდაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე განსაწესებლად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დასკვნას და იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნისწარდგენის შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე მართავს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 197 9. პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცედურა საჭიროების შემთხვევაში 3 ტურად იმართება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით. 10. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები მიიღო. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 197 11. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ აღნიშნულ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო. 12. თუ კენჭისყრის მეორე ტურში კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, გაიმართება კენჭისყრის მესამე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ კანდიდატთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 197 13. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში კანდიდატების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში განიხილოს, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 26 ივნისის რეგლამენტი №831 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. |