FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  25

ტრანსსასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობა.
1. კომისია თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან, მხარეების მარეგულირებელ ორგანოებთან და უზრუნველყოფს მათთვის მათი ვალდებულებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას. მას ასევე უფლება აქვს, თავად გამოითხოვოს ასეთი ინფორმაცია. ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობის არანაკლებ იგივე დონე, რაც მოთხოვნილი იქნება ინფორმაციის გამცემი ორგანოს მიერ.
2. კომისია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თანამშრომლობს რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე, რათა:
    ა) ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით ხელი შეუწყოს საოპერაციო მექანიზმების შექმნას, აგრეთვე ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ერთობლივ გაცვლასა და ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებას და უზრუნველყოს ურთიერთადამაკავშირებლების სიმძლავრის სათანადო დონე რეგიონში და რეგიონებს შორის, მათ შორის, ახალი ურთიერთდამაკავშირებლების მეშვეობით, რაც იძლევა ეფექტიანი კონკურენციის განვითარებისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებას ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა მხარის მიმწოდებელ საწარმოებს შორის, დისკრიმინაციის გარეშე;
    ბ) მონაწილეობა მიიღოს ქსელის წესების შემუშავებაში;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  25

გ) მონაწილეობა მიიღოს იმ გადატვირთვის მართვის წესების შემუშავებაში, რომლებიც გავრცელდება საქართველოზე და, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს საქართველო რეგიონულად კოორდინირებული სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის მარეგულირებელ მექანიზმებში.
3. მარეგულირებელი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ სხვა უფლებამოსილ მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს ურთიერთთანამშრომლობის ღონისძიებებში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო კონსულტაციების გზით და მათი განსაზღვრული კომპეტენციისა და სამართლებრივი უფლებამოსილების შეზღუდვის გარეშე.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  25

5. კომისია ვალდებულია შეასრულოს ენერგეტიკული გაერთიანების უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებული, საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულო ყველა გადაწყვეტილება. ევროპის კავშირის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში და, შესაბამისად, ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მიღებული სახელმძღვანელო პრინციპებისა და ქსელის წესების გათვალისწინება საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ცვლილების გარეშე, ენერგეტიკულ გაერთიანებასა და საქართველოს შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებული „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმით“ განსაზღვრული, გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, კომისიამ უნდა მიიღოს ასეთი სახელმძღვანელო პრინციპები და ქსელის წესები ენერგეტიკულ გაერთიანებაში მათი მიღების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ და უნდა განახორციელოს მათი სათანადოდ ამოქმედებისა და განხორციელების მონიტორინგი. ყველა სახელმძღვანელო პრინციპი და ქსელის წესები მიღებულ უნდა იქნეს კომისიის მიერ. ამასთანავე, მათი შემუშავება და გამოქვეყნება უნდა განხორციელდეს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  25

7. კომისიამ სახელმძღვანელო პრინციპებისა და ქსელის წესების მიღების მიზნით მიღებული ზომებისა და ნებისმიერი შესაბამისი ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ასეთი ზომების მიღებიდან 2 კვირის ვადაში.