Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პროკურატურის შესახებ article 81 1. პროკურატურის თანამშრომლის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატსა და ფულად ჯილდოს. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე წოდებისთვის დადგენილ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 2. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს. იგი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე რანგის დანამატს, წოდებისთვის დადგენილ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 3. პროკურატურის თანამშრომლის სახელფასო დანამატის ოდენობას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების, ასევე განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, განსაზღვრავს გენერალური პროკურორი გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. |
პროკურატურის შესახებ article 81 4. პროკურატურის თანამშრომლის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) სახელფასო დანამატი გაიცემა „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. 5. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პროკურატურის თანამშრომლის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პროკურატურის თანამშრომლის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი. |
პროკურატურის შესახებ article 81 6. დაუშვებელია პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი უფლებამოსილების განმავლობაში, გარდა ამ კანონის 76-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის (გარდა პროკურატურის სტაჟიორისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს საბაზო თანამდებობრივი სარგოს 1.2 კოეფიციენტის ნამრავლზე ნაკლები. |