Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 50 თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. 1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. 2. თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 50 3. თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს, ან ოჯახის წევრი ემატება თავშესაფრის პროცედურის (მათ შორის, სასამართლო დავის) მიმდინარეობისას, საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვრცელდება აგრეთვე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრზე/წევრებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი. ოჯახური კავშირის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებთან გასაუბრება ტარდება. 4. თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებსა და შესაბამის მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 50 5. თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ან აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. |